ინტერნეტში პირველკლასელი ფილიპინელი ბიჭის სურათი ვრცელდება, რომელზეც ჩანს, რომ მას პატარა ბავშვი კალთაში უზის და დავალებას ისე ასრულებს.

ბავშვი მისი 1 წლის ძმაა. ფოტოს ფილიპინური სკოლა ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, პატარა ჯასტინს სკოლის გაცდენა არ უნდოდა, მის ძმას კი ვერავინ იტოვებდა.