ჯეიმი შეა ჰერითიჯის კვლევაზე: საქართველოს ვაღიარებთ, როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმი შეა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ანალიტიკოს ლუკ კოფის განსხვავებული გზა, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, არ არის სწორი მიდგომა.
კოფის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მეტი შანსი ექნება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, მე-5 მუხლის მიღმა დატოვებს.
რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, ჯეიმი შეა ხაზგასმით განმარტავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს და არავის სხვას:
"ნატო არ აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში. ეს არის ქვეყანა რომელიც ნატოსკენ მიისწრაფის. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ლუკის ყველა იდეას არ ვიზიარებ, რაც მან გააკეთა, არის საჭირო დებატების დასაწყისი, რადგანა ქ ძალიან ბევრი ადამიანი ასახელებს მიზეზებს თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ არასაკმარისია იმ ადამიანთა რიცხვი თუ რატომ უნდა იყოს საქართველო ნატოს წევრი. არ მოუსმინოთ ადამიანებს რომლებიც ამბობენ, რომ ეს ვერ გაკეთდება, ისინი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარეს არიან".
ჯეიმი შეას თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ნატოში:
"აღნიშნული იქნება საქართველოს განსაკუთრებული სტატუსი, როგორც ნატოს პარტნიორის. დადასტურებული იქნება საქართველოს წევრობის მისწრაფებაც".
ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა.
ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. მისივე თქმით, მას შემდეგ, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანად დასრულდება, მე-5 მუხლი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მთლიანად გავრცელდება. კოფი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნატოში გაწევრიანებისკენ.
"ბევრი ღელავს იმაზე, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს რუსეთთან ომის დაწყების მიზეზი გახდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოხდეს 1949 წელს მიღებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლით (რომელიც განსაზღვრავს, რომელი ტერიტორიები შედის მეხუთე მუხლის მფარველობის ქვეშ), რაც საშუალებას იძლევა, რომ ამჟმად ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ნატოს მეხუთე მუხლის მიღმა დარჩეს",- ნათქვამია ლუკ კოფის ანგარიშში.
-
გადახედვაგამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს
-
გადახედვადიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე დიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე
-
გადახედვაშესაძლოა, მარსზე ერთ მეტეორიტს 3 მილიარდამდე კრატერი წარმოექმნა შესაძლოა, მარსზე ერთ მეტეორიტს 3 მილიარდამდე კრატერი წარმოექმნა
-
-
გადახედვანანა ჯორჯაძის მორიგი შედევრი ქართველი ხელოვანების მძიმე ხვედრზე ნანა ჯორჯაძის მორიგი შედევრი ქართველი ხელოვანების მძიმე ხვედრზე
-
გადახედვამეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს მეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს
-
-
გადახედვაგზა ვირთხებით სავსე "კომუნალკიდან" მეხუთე ვადით რუსეთის პრეზიდენტობამდე — რა ვიცით პუტინის ცხოვრების შესახებ გზა ვირთხებით სავსე "კომუნალკიდან" მეხუთე ვადით რუსეთის პრეზიდენტობამდე — რა ვიცით პუტინის ცხოვრების შესახებ
-
-
-
გადახედვაიენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
-
გადახედვა"გაიზარდეთ!" — ჰარი პოტერის მსახიობი საგის ზრდასრულ ფანებს კიდევ მიმართავს "გაიზარდეთ!" — ჰარი პოტერის მსახიობი საგის ზრდასრულ ფანებს კიდევ მიმართავს
-
გადახედვა"ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად ლახავს" — ზურაბიშვილი "ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად ლახავს" — ზურაბიშვილი
-
-
გადახედვაპითონის ხორცი შესაძლოა, მომავლის ეკომეგობრულ საკვებად იქცეს პითონის ხორცი შესაძლოა, მომავლის ეკომეგობრულ საკვებად იქცეს
-
გადახედვამეცნიერებს სოკოს გენმოდიფიცირებით ხორცის შექმნა სურთ მეცნიერებს სოკოს გენმოდიფიცირებით ხორცის შექმნა სურთ
-
-
გადახედვასაგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას
-
-
-
გადახედვაქართულმა ბრენდმა სამოსი AI პლატფორმის დახმარებით შექმნა — რა შეუძლია Decode-ს ქართულმა ბრენდმა სამოსი AI პლატფორმის დახმარებით შექმნა — რა შეუძლია Decode-ს
კომენტარები