ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს დაშორების შემდეგ მათ გარშემო ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

მაგალითად ცოტა ხნის წინ აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, განქორწინების მიზეზი ბრედ პიტი გამხდარიყო.

როგორც ერთ-ერთ გამოცემას წყარო უყვება, ჯასტინ ტერუმ ჯენიფერს ბრედ პიტის გამოგზავნილი წერილები უპოვა.

"ჯასტინმა ჯენიფერს ძველი წერილები უპოვა, რომელიც ბრედ მისთვის ჰქონდა მოწერილი, რომელიც ჯენიფერის მისამართით გამოთქმილი კომპილემნტებით იყო სავსე, მაგალითად იქ ეწერა "დღეს კარგად გამოიყურებოდი", "უკვე მენატრები" და ა.შ.", - ყვება გამოცემის წყარო.

ახლახანს კი გავრცელდა ამბავი, რომ ენისტონთან დაშორების შემდეგ, ჯასტინ ტერუმ შესაძლოა ახალ ფილმში ანჯელინა ჯოლისთან ერთად ითამაშოს.

"ჯასტინი ძალიან ამბიციურია, მისი კარიერა კი ნელ-ნელა ახალ სიმაღლეზე ადის. ანჯელინასთან ერთად პროექტში მონაწილეობა კი მას სხვა დონის ვარსკვლავად აქცევს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯენიფერისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, შესაძლოა სწორედ ამის გამო ტერუმ ამ ყველაფრისგან თავიც შეიკავოს, ყოყმანობს კიდეც, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. ანჯელინა ძალიან წარმატებულია, ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი და პროდიუსერია, მასთან მუშაობის შანსი კი შესაძლოა ჯასტინმა ხელიდან არ გაუშვას", - ამბობს წყარო.

რა თქმა უნდა არავინ იცის რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, თუმცა ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.