ჰოლივუდში, გასული წლის მთავარ თემას - ქალებზე ძალადობას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მსახიობი მეგან ფოქსიც გამოეხმაურა.

მეგანმა E! News-თან ინტერვიუში თქვა, რომ 17 წლიდან ჰოლივუდშია და ყველაფერი გამოიარა, რაც შეიძლება ქალ მსახიობს დაემართოს.

"გლამურული წვეულებები იმ ტკივილს ფარავს, რასაც ქალები განიცდიან", - ყვება მსახიობი

მსახიობი იმასაც იხსენებს, რომ ჰოლივუდში და ზოგადად კინემატოგრაფში მთავარი ფულია.

"ჰოლივუდში არავის აინტერესებს შენი სიცოცხლე, შეიძლება დაშავდი და სისხლი მოგდის, მაგრამ გადაღებები არ უნდა შეწყვიტო. თუ მოკვდები, არც ეგ არის პრობლემა, აქ მთავარია, შენით ბევრი ფული გააკეთონ", - ამბობს ფოქსი.

"ჰოლივუდი მორალურად გაკოტრებულია", - ასე ასრულებს ინტერვიუს მსახიობი.