ცოტა ხნის წინ მთელი ინტერნეტი მოიარა მილი ბობი ბრაუნისა და ნატალი პორტმანის მსგავსების ამსახველმა ფოტოებმა.

მილი ბობი ბრაუნი დაახლოებით იმ ასაკში გახდა ვარსკვლავი, რამხელაც ნატალი იყო, როცა გავიცანით.

ნატალი პორტმანმა პირველი კომენტარი გააკეთა მსგავსებაზე და თქვა, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნოა, ასეთ ჯადოსნურ და საყვარელ გოგოს რომ ადარებენ. მან დეტალურად გაიხსენა მილისთან შეხვედრა:

"მილის რამდენიმე თვის წინ "ოქროს გლობუსზე" შევხვდი. მომიახლოვდა და მითხრა: იცი, ყველა მეუბნება, რომ ძალიან გგავარ. ვუპასუხე: ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მაინც მგონია, რომ შენებურად მომხიბვლელი ხარ-მეთქი. რა თქმა უნდა, გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ მილი ჩემზე ბევრად ჯადოსნურია. მართლა არაჩვეულებრივი გოგოა"

აი, ასეთი გულისამაჩუყებელი შეხვედრა ჰქონდათ ნატალი პორტმანსა და მილი ბობი ბრაუნს.