რუსთავი 2-ის წამყვანი მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი საავტორო გადაცემა პროფილი დროებით ეთერში აღარ გავა.

ინფორმაციას გადაცემის ფეისბუქგვერდი ავრცელებს:

"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ".

პროფილის დღევანდელი გადაცემა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაიწერა, ეთერში დღეს გავა.

გადაცემის გულშემატკივრები მაიას გამოჯანმრთელებას უსურვებენ