ადამიანის უფლებების, მედიისა და სასამართლოს პრობლემები - Amnesty Internatinal-ის ანგარიში
Amnesty International საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს, სამართალდამცავების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მედიაგარემოსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ასევე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
უკანონობა
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის დაუსჯელობა კვლავ გრძელდებოდა, ხოლო მთავრობა კვლავაც დამოუკიდებელი საგამოძიეობო მექანიზმის შექმნის დაპირებას იძლევა. ამის ნაცვლად კი, ივნისში პროკურატურაში შეიქმნა ცალკე დეპარტამენტი, რომელსაც სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები უნდა გაემოეძიებინა. ანგარიშში ბირჟა მაფიისა და დემურ სტურუას საქმეებიც მოხვდა.
ანგარიშვალდებულების სიმცირე
ანგარიშში განხილულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეც. თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცება ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ერთად დაგეგმეს. აზერბაიჯანის სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
მუხტარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ცხრა თვის თავზე გამოძიების შედეგები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.
სასამართლო სისტემა
სასამართლო სისტემის განხილვისას ორგანიზაციის ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმე მოხვდა. უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია საკუთრებაში ყოფილ მფლობელებს გადასცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა მანამ, სანამ საქმეს თვითონ არ განიხილავს.
გადაადგილების თავისუფლება
Amnesty International-ის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის არსებობა ადგილობრივ მაცხოვრებლების უფლებებს არღვევს. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ შრომისა და სათანადოდ ცხოვრების უფლებები.
საოკუფაციო ხაზის გადაკვეთისას დაკავება და დაჯარიმება კი გადაადგილების უფლებას ზღუდავს.
ლგბტ თემის უფლებები
ორგანიზაციის თქმით, ახალმა კონსტიტუციამ ქორწინება განსაზღვრა, როგორც ქალისა და კაცის კავშირი, რის გამოც ერთნაირი სქესის მქონე წყვილები არალეგალურად არიან მიჩნეულნი.
აგვისტოში კლუბში ჩხუბის შემდეგ პოლიციამ ორი ლგბტ აქტივისტი დააკავა. პოლიციას არ დაუკავებია თავდამსხმელი სამართალდამცავები, ხოლო სასამართლომ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი პოლიციისთვის დაუმორორჩილებლობისთვისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დამნაშავედ სცნო. პოლიციელების მიერ ლგბტ აქტივისტების შესაძლო ცემის ფაქტზე კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით ქართულმა მხარემ მაისში დააკავა. თურქეთის განმარტებით, ჩაბუქი ფეტულა გიულენსა და მის ტერორისტულ ორგანიზაციას მხარს უჭერს.
ორგანიზაციის თქმით, თურქეთში ექსტრადიის შემთხვევაში ჩაბუქი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდებოდა. მისი მოთხოვნა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომაც გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მუშათა უფლებები
მთელი წლის განმავლობაში ცნობილი ხდებოდა მუშებისა და მეშახტეების დაღუპვის ათობით შემთხვევის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, საჭიროა უფრო მკაცრის წესები და დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ეფექტური მონიტორინგი, რომელიც სამუშაო პირობებს გააკონტროლებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები