Mudbound-ის რეჟისორი დი რისი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი შეასრულებს. მსახიობს პარტნიორობას უილიამ დეფო გაუწევს.

ფილმის სიუჟეტი ჯოან დიდიონის 1996 წელს გამოცემულ ბესტსელერ რომანს ეფუძნება. ისტორიის მთავარი გმირი ვაშინგტონ პოსტის რეპორტიორი ელენა მაკმაჰონია, რომელიც სამსახურს 1984 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიატოვებს და მამის მოსავლელად გაემგზავრება.

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა ფილმი ეკრანზე.