How to Get Away With Murder-ის მსახიობი კარლა სოუზა CNN-თან ინტერვიუში, რომ მექსიკაში, ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე ის რეჟისორმა გააუპატიურა.

"ეს ყველაფერი ჩემი კარიერის დასაწყისში მოხდა. რეჟისორმა [რომლის სახელსაც სოუზა არ ამბობს] კარზე მომიკაკუნა, მითხრა რომ სურდა გადაღების დაწყებამდე რამდენიმე სცენის შესახებ გამსაუბრებოდა. საუბრის დროს მან ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო, მეუბნებოდა, რომ თუ მოუნდებოდა საერთოდ არ გადამიღებდა, შემდეგ კი მაკოცა, თავს დამესხა და დიახ, მან გამაუპატიურა", - ყვება მსახიობი.