ზოგი ადამიანი უბრალოდ გმირად იბადება და რა ჯობია, თუ ამაში პროფესიაც უწყობს ხელს.

რუმინელმა მეხანძრემ, კოსტაჩე მუგურელმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჯერ ბინის პატრონი და შემდეგ მისი პატარა ძაღლი გამოიყვანა.

მას შემდეგ, რაც ადამიანი გადაარჩინა, ჯერი შინაური ცხოველის სიცოცხლის შენარჩუნებაზე მიდგა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში მუგურელი ძაღლს პირველად დახმარებას უწევდა და გულის მასაჟებს უტარებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან შოკირებულ ცხოველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, ცუგამ სუნთქვა დაიწყო.