ბოლო სამ დღეში სირიაში სულ მცირე 250 ადამიანამდე დაიღუპა, დაჭრილების და დაშავებულების რაოდენობა 1200-ს აღემატება. კვირას, 18 თებერვალს, სირიის სამთავრობო ძალებმა რუსული სამხედრო მხარდაჭერით, მასირებული შეტევა მიიტანეს ალ-ღუტას რეგიონზე. დაღუპულებს შორის, ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ალ-ღუტას რეგიონი სირიის აჯანყებული ძალების ერთ-ერთ უკანასკნელი დასაყარდენია. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თქმით, სამთავრობო ძალების შეტევები ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მსხვერპლების აბსოლიტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

"ჩვენ არ გვაქვს არც საკვები, არც მედიკამენტები და არც თავშესაფარი. რეგიონში ყოველი წუთის განმავლობაში 20-მდე ავიაიერიში ხორციელდება. იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, მეჩეთები, მაღაზიები.

„სად არის საერთაშორისო საზოგადოება? მსოფლიომ ჩვენ მიგვატოვა", - აცხადებს BBC-ისთან ინტერვიუში ადგილობრივი, საავადმყოფოს ექიმი ბასამი.

ვარაუდობენ, იერიშების შედეგად რეგიონის 6 საავადმყოფო სრულად განადგურდა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

სირიის ომის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში ვითარებას უმეტესად ტერორისტული ორგანიზაცია, ჰაიათ-თაჰრირი აკონტროლებდა. ეს ორგანიზაცია ცნობილი იყო როგორც, ჯაბჰათ ალ-ნუსრა, ან როგორც, ალ-ყაიდას სირიული ქსელი.

რამდენად მძიმეა ვითარება?

რეგიონში მომუშავე აქტივისტების ცნობით, 2013 წლის ქიმიური შეტევების შემდეგ, დღეს რეგიონში ყველაზე მძიმე ვითარებაა. რეგიონში მრავალი საერთაშორისო მოთამაშის ინტერესი იკვეთება. აქ სირიის ომის თითქმის ყველა მონაწილე მხარეა წარმოდგენილი, მათ შორის ირანი, რუსეთი, აშშ, თურქეთი. მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით, რეგიონი დეესკალაზიციის ზონად არის გამოცხადებული.

გაეროს წარმომადგენლების განცახადებით, რეგიონის, თითქმის ყველა ქალაქი და სოფელი განუწყვეტლივ რეჟიმში იბომბება.

"განხორციელებული შეტევები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს. რეგიონში შექმნილი ვითარება, სრულმაშტაბიანი ჰუმანიტარული კატარასტროფაა", - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი, პაონოს მუმცისი.

რეგიონშისაკვებისა და მედიკამენტების უკმარისობაა. ჰუმანიტარული ტვირთი აქ უკანასკნელად ნოემბერში შევიდა.

როგორია ვითარება სირიის სხვა რეგიონებში?

სამშაბათს, 20 თებერვალს სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ აფრინში, რომელიც თურქეთის საზღვრის ჩრდილოთით მდებარეობს. თურქეთი ცდილობს რეგიონიდან განდევნოს ქურთული სამხედრო ძალები, რომლებმაც თავის მხრივ, დახმარებისთვის სირიის სამთავრობო ძალებს მიმართეს.

სირიის სამთავრობო ძალები, ირანელი მებრძოლებისა და რუსული ავიაციის დახმარებით შეტევას ახორციელებსიდლიბის რეგიონშიც. გაეროს მონაცემებით, გასული წლის დეკემბრიდან დღემდე რეგიონის 300 ათასზე მეტი მცხოვრები დევნილად იქცა.

ამავდროულად, გუშინ რუსეთის საგარეო სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის, რამდენიმე ათუელი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. დასავლური გამოცემების ცნობით, დეირ ელ-ძორის რეგიონში დასავლელი მოკავშირეების შეტევას რუსეთის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. კრემლის პრესსამსახურს საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ავრცელებს.