საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ დიდუბეში, ე.წ. კიროვის ქარხანაში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა.