შვეიცარიული კომპანია შტადლერის მიერ საქართველოსთვის დამზადებული ორსართულიანი მატარებლები თბილისში რამდენიმე საათის წინ შემოყვანეს. ამის ამსახველ ვიდეომასალას ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუკზე აქვეყნებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლებს ბოლო, მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდებათ და მათი პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.

საქართველოს რკინიგზამ შტადლერს 4 ახალი, ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე შეუკვეთა, რაშიც 40 მილიონი ევრო გადაიხადა. მატარებლები თბილისი-ბათუმის რეისზე იმოძრავებენ.

საქართველოს რკინიგზისა და კომპანია შტადლერის ინფორმაციით, შვეიცარიელი სპეციალისტები მატარებლების დამზადებამდე საქართველოში იმყოფებოდნენ, შეისწავლეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვირაბები, ბაქნები, ლიანდაგების სისტემა. შესაბამისად, ახალი მატარებლები მთლიანად ადგილობრივ სისტემაზეა მორგებული