დაიან კიტონი ელენ დეჯენერესის შოუში იყო სტუმრად, სადაც წამყვანმა მსახიობს თამაში შესთავაზა, რომელშიც კითხვები ძირითადად მის პირად ცხოვრებას ეხებოდა.

მაგალითად ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ ვინ არის დაიანის აზრით ყველაზე სექსუალური მსახიობი კაცი, კიტონმა კი დაფიქრების გარეშე უპასუხა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყოფილი შეყვარეული ალ პაჩინოა.

შემდეგი კითხვა კი ძალიან პირადული იყო და კიტონის სექსუალურ ცხოვრებას ეხებოდა.

"აღწერეთ ერთი სიტყვით თქვენი სექსუალური ცხოვრება" - კითხა ელენმა დაიანს.

დაიანმა ბევრი ფიქრისა და სიცილის შემდეგ თქვა, რომ არ იცოდა რა ეთქვა, რადგან სექსი აღარ აქვს.

"ოჰ, ხანდახან შეიძლება, თუ კრის მარტინი დამირეკავს", - იხუმრა დაიან კიტონმა.