მსახიობ უილიამ დეფოს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოქროს დათვი გადასცეს.

"არც კი ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია აქ ყოფნა და მიხარია ასეთი დაფასება", - თქვა დეფომ სცენაზე ასვლის შემდეგ.

დეფოს კარიერის განმავლობაში 120-ზე მეტ ფილმსა და სერიალში აქვს მთავარი, მეორეხარისხოვანი თუ ეპიზოდური როლი შესრულებული. წელს ის ოსკარზე მესამედ არის წარდგენილი ფილმში The Florida Project შესრულებული როლისთვის.