20 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ჩვენებაზე, ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტმა დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი მოუწყო და საღამოზე გამოცხადდა.

91 წლის ასაკში, დედოფალი პირველად დაესწრო მოდის კვირეულს. ჩვენების დროს, ის Vogue-ს რედაქტორის, ანა ვინტურის გვერდით იჯდა.

ელიზაბეტმა რიჩარდ ქვინის შექმნილი კოსტიუმები ნახა და ისე მოიხიბლა, რომ დიზაინერს "ბრიტანული მოდის მემკვიდრე" უწოდა და დედოფლის ჯილდო გადასცა.