თურქული კომპანია საქართველოში 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურის აშენებას გეგმავს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე თურქეთის ენერგეტიკული ჰოლდინგის ჩალიკ ენერჯის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ენერგოსადგური შიდა ქართლში აშენდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ ჩალიკ ენერჯი საქართველოში მზის და ქარისა ენერგიაში განახორციელებს ინვესტიციას.

"ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება და 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ავაშენებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. საქართველოში ჩვენ ისედაც გვაქვს ინვესტიციები განხორციელებული, საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს".

ქარის ელექტროსადგურის პროექტს "ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ავითარებს.

საქართველოში ქარის პირველი ენერგოსადგური 2016 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა.

ამავე თემაზე: ქარისგან მიღებული ენერგია და მისი პოტენციალი საქართველოში