ჯორჯ და ამალ კლუნებმა იარაღის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც 24 მარტს გაიმართება $500 ათასით დააფინანსეს.

"ამალი და მე შთაგონებულები ვართ ამ ახალგაზრდა ადამიანების ბრძოლით, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ტყუპების ელასა და ალექსანდერის სახელით $500 ათასი გადავრიცხეთ ამ ახალგაზრდებისა და ჩვენი შვილების სიცოცხლის დასაცავად", - წერია განცხადებაში, რომელიც კლუნის ოჯახმა გაავრცელა.

დღეს, რამდენიმე ათეულმა მოზარდმა აშშ-ში თეთრ სახლთან მწოლიარე პროტესტი მოაწყო. ისინი მთავრობისგან იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფლორიდის სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმებიდან, ამას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 2012 წელს სენდი-ჰუკის სკოლაში თავდამსხმელმა 26 ადამიანი მოკლა.

იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით 24 მარტს ვაშინგტონში დიდი აქცია იგეგმება.