რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა, სალი ფილდმა მაჭანკლობა გადაწყვიტა და თავის შვილს შეყვარებულის მოძებნაში ეხმარებოდა.

ოსკაროსანი მსახიობის აზრით, მისი შვილისთვის იდეალური პარტნიორი ამერიკელი ოლიმპიელი სპორტსმენი ადამ რიპონი იქნება.

ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც სემს [სალი ფილდის შვილი] დედამ მისწერა და სთხოვა რამე გზა გამოენახა და ადამთან პაემანი დაენიშნა.

თუმცა სალი მხოლოდ ამ მიმოწერას არ დასჯერდა და ტვიტერზე საჯაროდ მოსთხოვა ოლიმპიელს სემთან შეხვედრა.

საბედნიეროდ, სალი ფილდის "ბრძოლას" შვილის ბედნიერებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია და სპორტსმენი მის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა.

"სემ, დედაშენს [სალი ფილდი] ვაღმერთებ და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ შევხვდეთ. იმედი მაქვს სალიც შენთან ერთად წამოვა", - წერს სპორტსმენი.