Check in Georgia 2018-ზე ქართველი გამომსვლელების ხელშესაწყობად მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ამ თანხით შიდა ტურიზმის სტიმულირება მოხდება და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება უცხოელებისთვისაც. თანხის დასახარჯად ტურიზმის ადმინისტრაცია შესყიდვების სააგენტოს პასუხს ელოდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, იმის გამო, რომ ღონისძიებების დეტალები წინასწარ ცნობილი არაა შეუძლებელია დეტალების წინასწარ განსაზღვრა და მომსახურების ტენდერით შეძენა.

ღონისძიებები სავარაუდოდ გაიმართება მუსიკის სახლში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ან ბლექ-სი არენაზე.