ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ჩინელმა მსახიობმა და კომიკოსმა შარლინ იიმ სექსუალურ შევიწროებასა და რასისტულ გამონათქვამებში დაადანაშაულა.

შარლინ იი სერიალში House.

ფოტო: FOX

ექიმი ჰაუსის მსახიობის, შარლინ იის თქმით, მენსონი სერიალის ფანი იყო და გადასაღებ მოედანზე მივიდა და მსახიობებს ჰკითხა, სექსის რომელი პოზით იღებდნენ კმაყოფილებას:

"ის მოვიდა, რადგან შოუს ფანი იყო და მან უბრალოდ ყველა ქალი შეავიწროვა. გვეკითხებოდა, მოგვწონდა თუ არა სექსში მაკრატელის პოზა. მე კი, ჩინელ კაცს მეძახდა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი არასასურველია, როდესაც ინტერნეტში სულ იმ ადამიანზე საუბრობენ, ვინც შეგავიწროვა და დაგჩაგრა. შემდეგ, ამ ამბავს მოყვები და ის ადამიანი ხდები, ვინც შენს მოძალადესთანაა დაკავშირებული. და ახლა უკვე შენი სახელი ერქმევა მოვლენებს. ეს პროცესი ისე გფარავს, რომ შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო".

მენსონს ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია. მომღერლის წარმომადგენლების თქმით, შარლინს ამ ეტაპზე ვერ უპასუხებენ.