გუშინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველი რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე დააჯილდოვეს. მას ფილმისთვის "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო გადაეცა საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევრისთვის.

გარდა ამისა, გუშინ, ბერლინალეზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო ათ სხვა მსახიობთან ერთად ირაკლი კვირიკაძესაც გადასცეს.

ქართველი მსახიობი European Film Promotion-ის მიერ შედგენილი ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაში რამდენიმე თვის წინ მოხვდა.