მომავლის სუფთა ენერგიად რომ ჰაერიდან მიღებული ბენზინი გამოვიყენოთ, ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი პარტნიორები ამ იდეაზე სერიოზულად მუშაობენ. თუ ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება, შეიძლება გლობალური დათბობის შეჩერების პარალელურად, სუფთა ენერგიის ულევი მარაგიც მივიღოთ. ბილ გეიტსისა და მისი თანამოაზრეების ლაბორატორია დასავლეთ კანადაში, სქუამიშშია განლაგებული. ინჟინრებმა CO2-ის ატმოსფეროდან "გამოწურვაში" გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს, რითაც შემდეგ ბენზინისა და დიზელის ნარევი დაამზადეს. მათი საბოლოო მიზანია, ეს პროცესები ინდუსტრიულ მასშტაბებზე გაიმეორონ.

Carbon Engineering ბილ გეითსმა, დევიდ კეითსმა (ფიზიკოსი), ბიტუმენის ქვიშების მაგნატმა ნორმან ედუარდსმა და კანადის ენერგიის კომპანია Greyrock-მა დააფუძნეს. გასულ დეკემბერს მათ განაცხადეს, რომ საქმე სასიცოცხლო მნიშვნელობის მეცნიერულ გარღვევასთან გვაქვს. Carbon Engineering-მა ჩაჭერილი CO2-ის ბენზინისა და დიზელის გარდაქმნის სინთეზში წარმატებას მიაღწია.

ინდივიდუალური ტექნოლოგიები, როგორებიცაა ნახშირბადის ჩაჭერა და საწვავის სინთეზი, ახალი არაა. თუმცა, ახალი ტიპის საწვავის დაკავშირება ატმოსფეროს გაწმენდასთან - ინოვაციური იდეაა. ახალი საწვავი უფრო ნაკლებ წყალსა და მიწას იყენებს, ვიდრე ბიოსაწვავები. Carbon Engineering-ის გათვლებით, როდესაც კომპანია გაიზრდება, მათი ტექნოლოგია ერთი ლიტრი საწვავის წარმოებას ერთ დოლარზე ნაკლებ ფასში შეძლებს.