პოსტერი ნებისმიერი ფილმისთვის სავიზიტო ბარათია. ხშირ შემთხვევაში მაყურებელი, რომელსაც ამა თუ იმ კინოსურათის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, პოსტერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და საბოლოოდ სწორედ მისი დახმარებით შედის სეანსზე.

არტისტმა, სახელად Minke, გადაწყვიტა, შეექმნა ფილმების მინიმალისტური პოსტერები, რომლებზეც ოსტატურად არის გამოსახული ფილმის სიუჟეტი.

სანამ ფოტოს მეორე მხარეს ნახავთ, სცადეთ, დახმარების გარეშე გამოიცნოთ საკულტო ფილმები მათი მინიმალისტური პოსტერებით.