ორმა ბავშვმა, რომელსაც ძალიან უნდოდა მარველის სუპერგმირზე გადაღებული ფილმის Black Panther-ს ნახვა და თან ორი ბილეთის ფული არ ჰქოდა, გადაწყვიტა, რომ კინოთეატრის მენეჯერი გაესულელებინა.

ბიჭები მაღალი კაცივით გამოეწყვნენ, თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ონავარი ბავშვების გეგმამ არ იმუშავა.

სამაგიეროდ ისინი ტვიტერის ვარსკვლავები გახდნენ.

"ვეცადეთ ერთი ბილეთით შევსულიყავით შავი პანტერას სანახავად, მაგრამ მენეჯერმა არ დაგვიჯერა" - დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა ტვიტერზე.

"მაღალი კაცი" სხვა რაკურსით

ტვიტერი ბიჭების ხუმრობამ ძალიან გაახალისა. "მადლობა, ჩვენ დღეს ეს გვჭირდებოდა" - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

შავი პანტერა ამერიკის კინოთეატრებში 28 იანვარს გამოვიდა.