რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წინასაარჩევნო ვიდეორგოლებისთვის გადაღებასა და რეპლიკების ჩაწერას უარი თქვა. ამის შესახებ მისი შტაბის პრესსამსახურმა, ანდრეი კონდრაშოვმა განაცხადა.

ფოტო: AFP

ამის მაგივრად ვიდეოებში პუტინის ძველი გამოსვლების ჩანაწერებსა და სხვა მასალას გამოიყენებენ. წინასაარჩევნო ვიდეორგოლების მთავარი სლოგანი "ძლიერი პრეზიდენტი - ძლიერი რუსეთი" იქნება. მსგავსი სლოგანითა და პუტინის გამოსახულებით ბილბორდები უკვე გამოჩნდა.

ტელედებატების გასამართად პუტინმა უფასო საეთერო დროზეც უარი განაცხადა. ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. ტელედებატები 26 თებერვალს იწყება, საპრეზიდენტო არჩევნები კი რუსეთში 18 მარტს ჩატარდება.

გაიგეთ მეტი: