ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თუ თქვენი შეყვარებულის თანდასწრებით აკუებთ, ე.ი. მყარი ურთიერთობა გაქვთ. არ ვიცით, შეყვარებულთან ერთად იყო თუ არა, მაგრამ თვითმფრინავის ერთმა მგზავრმა თავისი თავშეუკავებლობით მთელი თვითმფრინავი საგონებელში ჩააგდო.

თვითმფრინავი დუბაიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როცა ორი ჯენტლმენის გვერდით მჯდომმა ასაკოვანმა კაცმა გაკუება დაიწყო. მგზავრებმა და ბორტგამცილებლებმა მას თავშეკავებისკენ მოუწოდეს, მაგრამ ამაოდ.

უცნობია, მგზავრს სამედიცინო პრობლემა ჰქონდა თუ სხვა მგზავრების გასაღიზიანებლად უშვებდა არასასიამოვნო ჰაერს, თუმცა ბორტზე ისეთი სუნი დადგა, რომ თვითმფრინავმა მიმართულება შეცვალა და ვენაში ავარიულად დაჯდა.

დაშვების შემდეგ, ბორტზე ავსტრიელი პოლიცია ძაღლებთან ერთად შევიდა და გაზებით გაბერილი მგზავრი თვითმფრინავიდან ჩაიყვანა.

ერთ-ერთმა მგზავრმა სიტუაციის ამსახველი ვიდეო ტვიტერზე გამოაქვეყნა.