"ბევრი ამერიკელი შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე", - ამ სიტყვებით იწყებს New York Times-ის ჟურნალისტი მელისა კლარკი წერას.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ ტურისტებს ძირითადად ხაჭაპური ან ხინკალი უყვარდებათ, თუმცა მისთვის ქართული სამზარეულო ქართული ტრადიციული ლობიოთი იწყება.

ფოტო: Andrew Scrivani

"პირველად ლობიოს შესახებ ჩემი მეგობრისაგან, ელის ფეირინგისგან გავიგე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა და ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს იკვლევდა. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ალისა დიდხანს მიყვებოდა ქართული ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძების შესახებ, საუბარს არ წყვეტდა პომიდორზე, კარტოფილზე, ლობიოზე", - წერს ჟურნალისტი.

ქართულ ბოსტნეულს სულ სხვა გემო აქვს, - წერს New York Times-ის ჟურნალისტი, - აქ ჯერ კიდევ ტრადიციული გზით მოჰყავთ ბოსტნეული და არა ინდუსტრიული მეთოდით. ამის გამო, კარტოფილს მიწის გემო დაჰყვება და მოტკბოა, პომიდორი მომწარო არომატისგან არასდროს გათავისუფლებულა და სიმჟავესაც ჰმატებს კერძს, ლობიოს კი "უცხო სუნელს" უმატებენ (Blue Fenugreek Seeds)

ლობიოს გარდა, ელისი სტატიაში საუბრობს ტყემლისა და ქართული, ნატურალური ხილის შესახებაც და აღნიშნავს, რომ თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ ქართულ კერძს, შეუძლებელია, არ შეგიყვარდეთ.