ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მშობელმა გაიგოს, არის ის, რომ მისი შვილი ავად არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბავშვი სულ რაღაც ერთი კვირისაა.

ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით სწორედ ერთი კვირის ჩვილის ამბავზეა, რომელმაც მამაცურად გადაიტანა ოპერაცია გულზე.

"საშინელება იყო, ისტერიკაში ჩავვარდით და არ ვიცოდით რა გვექნა. ჩვენი შვილი სულ რაღაც ერთი კვირის იყო, როდესაც ექიმებმა გვითხრეს, რომ მას გულზე პრობლემები ჰქონდა და სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდებოდა. ტირილს ვერ ვწყვეტდით, რადგან ექიმებმა გაგვაფრთხილეს, რომ დიდი შანსი იყო ჩვენს პატარას ოპერაცია ვერ გადაეტანა", - ყვება ჩვილის დედა, ეიმი.

საბედმიეროდ, ჩვილი იმდენად მამაცი აღმოჩნდა, რომ მან რამდენიმე საათიან ოპერაციას გაუძლო და თავს უკვე კარგად გრძნობს.

"ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მეორე ოპერაციისთვის ვემზადებით, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ მთავარი უკვე ჩავლილია და ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ეიმი.