ორგანიზაცია DayOne-ის ანიმაციური ვიდეო სასიყვარულო ურთიერთობის ყველა სტადიას საინტერესოდ წარმოაჩენს და ძალადობის დაფარულ ნიშნებსაც ოსტატურად უსვამს ხაზს.

ვიდეორგოლში კარგად არის ნაჩვენები, რომ ხშირად ახალგაზრდებს ურთიერთობებში სიყვარულის ძალადობისგან განსხვავება უჭირთ და ეჭვიანობას რომანტიკულობას მიაწერენ.

ვიდეოს ბოლოს სტატისტიკაც არის მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველი 3 ადამიანიდან ერთი, რომანტიკული ურთიერთობის დროს,ძალადობის რომელიმე ფორმის მსხვერპლი ხდება.