ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა, სალი ფილდმა მაჭანკლობა გადაწყვიტა და თავის შვილს შეყვარებულის მოძებნაში ეხმარება.

ოსკაროსანი მსახიობის აზრით, მისი შვილისთვის იდეალური პარტნიორი ამერიკელი ოლიმპიელი სპორტსმენი ადამ რიპონი იქნება.

ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც სემს [სალი ფილდის შვილი] დედამ მისწერა და სთხოვა რამე გზა გამოენახა და ადამთან პაემანი დაენიშნა.

თუმცა სალი მხოლოდ ამ მიმოწერას არ დასჯერდა და ტვიტერზე საჯაროდ მოსთხოვა ოლიმპიელს სემთან შეხვედრა.

ლეგენდარული მსახიობის სურვილს ჯერჯერობით სპორტსმენი არ გამოხმაურებია, თუმცა სალი ფილდს ტვიტერზე უკვე უწოდებენ წლის საუკეთესო დედას.