ვაიოლა დევისი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი, პატივსაცემი და მარტივად რომ ვთქვათ, გენიალური მსახიობია.

თუმცა, როგორც თავად ამბობს ხალხისა და პროდიუსერების ეს შეფასებები მის ჰონორარზე არ აისახება.

"მე მაქვს კარიერა, რომელიც შეიძლება შევადაროთ მერილ სტრიპის, ჯულიანა მურის, სიგუირნი უივერსის და სხვა მსახიობების კარიერას. ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტები დავამთავრეთ - იელი, ჯულიარდი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, მათ ისეთივე გზა აქვთ განვლილი, როგორიც მე, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მათთას მიახლოებული არც ჰონორარით და არც კარიერული შესაძლებლობებითა და პერსპექტივით. ხალხი მეუბნება, შენ შავკანიანი მერილ სტრიპი ხარ და ჩვენ შენ გვიყვარხარ. თუ ასეა, თუ არავინ არის ჩემი მსგავსი, გადამიხადეთ ის, რაც რეალურად ვღირვარ", - ამბობს ოსკარის მფლობელი მსახიობი.