ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი, ლაიზა მინელი, საკუთარი ნივთების აუქციონს მოაწყობს, რომელზეც ათასზე მეტ ნივთს გამოიტანს გასაყიდად. მათ შორის იქნება დედამისის, ასევე ლეგენდარული მსახიობის ჯუდი გარლანდის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას კულტად ქცეული მიუზიკლის, კაბარეს, კოსტიუმები იქცევს.

"ყველაფერი რაც აუქციონზე გამოვა, ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დავაგროვე. ახლა კი დროა ეს ყველაფერი ჩემს ფანებს ჰქონდეთ, ადამიანებს რომლებიც მთელი ეს დრო ჩემ გვერდით იყვნენ", - ამბობს 71 წლის მსახიობი.

გამოფენა გაყიდვა სახელად "სიყვარულით, ლაიზა" 4-დან 29 აპრილის ჩათვლით გაიმართება.