გაიცანით ყველაზე უდრეკი ფისო, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს, რომ ტაქსიმში, სტამბოლის გადატვირთულ მეტროსადგურში ადამიანებს გზას უღობავს.

ფისო ესკალატორთან მოკალათებულა და უბრალოდ აიძულებს მგზავრებს, რომ მის მიერ შერჩეულ ადგილს პატივისცემით მოეკიდონ.

მოდით, ყველა ვეცადოთ და გავხდეთ ისეთი მშვიდები და თავდაჯერებულები, როგორიც ეს კატაა.