როცა საქმე შოკოლადის დიზაინსა და შეფუთვას ეხება, რთულია, რამე ორიგინალური მოიფიქრო. შეიძლება ისიც მოგეჩვენოს, რომ ყველა კრეატიული იდეა უკვე გამოყენებულია, თუმცა თვალებს თუ ფართოდ გაახელ, პასუხი შეიძლება პირდაპირ ცხვირწინ გქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ პარიზში დაფუძნებული დიზაინერული სტუდიის, Noir Vif-ის დიზაინერები, რომლებმაც გემრიელი შოკოლადისთვის სამი დახვეწილი კონცეფცია შექმნეს.

ფოტო: Trendhunter

შოკოლადის თითოეული შეფუთვა პარიზის მეტროში გამოყენებული ერთ-ერთი ტიპის ფილით არის შთაგონებული. განსხვავდება გემოც. გარდა ამისა, შესაფუთ ქაღალდზე პარიზის მეტროს ისტორიიდან ნაწყვეტებია დატანილი.

ფოტო: Trendhunter

ასე რომ, თუ პარიზიც გიყვართ და შოკოლადიც, ამ ფილების ხელში ჩაგდებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ!