ინსტაგრამმა რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ვიდეობი და ფოტოები წაშალა. რუსეთის სასამართლოს მიერ აკრძალული მასალა მოდელის, ნასტია რიბკას ანგარიშიდან წაშალეს. სასამართლომ იუთუბსაც დაავალა შვიდი ვიდეოს წაშლა, რაც კომპანიას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საქმე ეხება ნავალნის საგამოძიებო ვიდეოს, რომელშიც ის ოლიგარქის კორუფციაზე საუბრობს. საგამოძიებო მასალაში ნავალნიმ რიბკას მიერ გამოქვეყნებული კონტენტი გამოიყენა. ვიდეოში საუბარია რიბკასა და ოლიგარქის კავშირზეც.

ოლეგ დერიპასკა

ფოტო: Tass

რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მასალით დერიპასკას პირადი ცხოვრების უფლება ირღვეოდა, რის გამოც ოპოზიციონერს ვიდეოს წაშლა დაევალა. თუმცა ნავალნი მის წაშლაზე უარს ამბობს.

კომუნიკაციების ფედერალური სამსახურის თქმით, ვიდეოსთან დაკავშირებით ისინი პასუხის გუგლისგან ელოდებიან და მის დაბლოკვასთან დაკავშირებით დადებით პასუხს ელოდებიან.

როგორც უწყება ამბობს, რომ ვიდეოებზე წვდომა არ შეიზღუდება ისინი იძულებული იქნებიან ინტერნეტპროვაიდერები არხზე წვდომა დაბლოკონ, რადგან კონკრეტული კონტენტის დაბლოკვის უფლება მათ არ აქვთ.