ცესკოს ინფორმაციით, სარეფერენდუმო შეკითხვას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებასთან დაკავშირებით, რეგისტრაცია გაუუქმდა:

"ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა და მათ მიერ წარმოდგენილ სარეფერენდუმო საკითხს: „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გაუუქმდა რეგისტრაცია".

გადაწყვეტილება 4 ივლისის სხდომის შედეგად გამოიტანეს. ცესკოს განკარგულების თანახმად, აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის 28 მარტს დარეგისტრირდა. საინიციატივო ჯგუფმა კი, მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით, შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში არ წარმოადგინა.