"ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, არ გამოიძიოს ეს საქმე", - ასე გამოეხმაურა აკა სინჯიკაშვილი ფინანსური პოლიციის გადაწყვეტილებას, მისი საჩივარი თეონა ბაღდავაძის წინააღმდეგ არ განეხილა.

"არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი", - წერს სინჯიკაშვილი

მისი თქმით, სასამართლოს შემდეგ, ფეისბუქზე გამოაქვეყნებს ყველაფერს. ფეისბუკზე ის წერს, რომ შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება.

"აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ", - წერს ის.

თეონა ბაღდავაძე საქმეზე სასამართლო დავას აგრძელებს. მისი თქმით, სარჩელი სასამართლომ წარმოებაში რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ის ითხოვს აკა სინჯიკაშვილმა მას და Red Nose Day Georgia-ს ბოდიში მოუხადოს და დღის ცენტრის ასაშენებლად მიღებული ფულის დააბრუნოს. ბაღდავაძე ეჭვობს, რომ სინჯიკაშვილმა 35 ათას ლარამდე თანხა გაფლანგა.