ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევასთან დაკავშირებით მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ხმის მიცემისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია კანდიდატი:

„დაახლოებით იგივეა მაგალითად, გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი რომ დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები დღეს ასამბლეის პრეზიდენტს ირჩევენ. პირველი ტურით პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდა, მეორე ტურში კი ბრძოლას გიგი წერეთელი და ავსტრიელი კრისტინე მუტონენი გააგრძელებენ.

ასამბლეის პრეზიდენტს ორი წლის ვადით ირჩევენ.