14 თებევრალს, ემინემისა და ედ შირანის ახალი კლიპი, River გამოვიდა. 15 გრემის მფლობელი რეპერი ემოციურ მუსიკალურ ვიდეოში კვლავ მსახიობობას უბრუნდება.

კლიპში 45 წლის მომღერლისა და დაქორწინებული ქალის ურთიერთობაა ასახული. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და ამის შემდეგ ხვდება მარშალს.

"მარშალი ის ყველაფერია, რაც ჩემი ქმარი არ ყოფილა" - ამბობს ქალი ემინემზე.

მოგვიანებით რეპერის პერსონაჟი იგებს, რომ ქალი რომელსაც ხვდება, მისგან ორსულადაა.