დაიღალეთ სმარტფონზე ტექსტების გამუდმებული კრეფით? ისურვებდით, რომ ამ კომუნიკაციის ვალდებულებისგან ვინმეს გაეთავისუფლებინეთ? მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - გუგლი ავტომატური მოპასუხის სისტემაზე მუშაობს.

ექსპერიმენტალურ პროდუქტს Area 120 ჰქვია და მისი სატესტო რეჟიმი WhatsApp-ზე, Messenger-ზე, ანდროიდის მესიჯებზე, Skype-ზე, Twitter-ზე და Slack-ზე გაეშვება.

ანდროიდის მომხმარებლებს გუგლი სიახლის გამოცდაში უფასოდ ჩართვას შესთავაზებს. აი, რა წერია წერილში, რომელიც თქვენც შეიძლება მიიღოთ:

"თქვენ სავარაუდოდ ბევრ შეტყობინებას იღებთ და გინდათ, რომ ამ ადამიანებსაც უპასუხოთ და მათაც მიაქციოთ ყურადღება, ვინც თქვენს გარშემოა. გინდათ, პასუხის გაცემა ეკრანზე ერთხელ შეხებით შეძლოთ?

სისტემა თქვენს კალენდარს, მისამართს და სხვა ინფორმაციას აიღებს, რომ თქვენ შესახებ მეტი ინფორმაცია შეაგროვოს. მაგალითად, თუ გკითხავენ "როდის იქნები სახლში?", Area 120 თქვენს ადგილსამყოფელს და ტრანსპორტს გამოიკვლევს და პასუხს ისე გააგზავნის.

ავტომატური მოპასუხე სისტემა ასევე ყველას აცნობებს, როცა შვებულებაში იქნებით, შეამოწმებს თქვენს კალენდარს და შესაბამის პასუხს გაგზავნის. ის ასევე შეისწავლის თქვენს მიერ ჩართულ "არ შემაწუხოთ" ფუნქციას და ვისაც თქვენთან დაკავშირება ენდომება, შეატყობინებს, რომ თქვენ მათთვის პასუხის გაცემა ახლა არ შეგიძლიათ.

ის ასევე დაასკანერებს მესიჯებს და თუ მათ შორის რომელიმე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აუცილებლად შეგაწუხებთ, თუნდაც თქვენი მობილური ჩუმ რეჟიმზე იყოს გადაყვანილი.