ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ჰელენ მირენი, რომში, თავისი ფილმის პრემიერაზე არც მეტი, არც ნაკლები ავტობუსით მივიდა.

ფოტო მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

arriving at the premiere for Winchester in Rome... by bus!

A post shared by @ helenmirren on

რომში ჰელენ მირენის ახალი ფილმის Winchester პრემიერა შედგა.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი მწარმოებლის, ოლივერ ვინჩესტერი, ქვრივ სარა ვინჩესტერზე მოგვითხრობს.

1881 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სარა ვინჩესტერმა მემკვიდრეობით დაახლოებით $20,5 მილიონი მიიღო. ამას ემატებოდა ვინჩესტერის იარაღის კომპანიის Winchester Repeating Arms Companyაქციების 50%, რაც მას დღეში $1000 შემოსავალს აძლევდა, დღევანდელი კურსით კი ეს $30 ათასზე მეტია. მთელი ეს შთამბეჭდავი მემკვიდრეობა სარამ 38 წლიან განუწყვეტელ მშენებლობას მოახმარა, რომელიც 1884 წელს დაიწყო და არ შეწყვეტილა 1922 წლამდე.

მეუღლის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ სარა ბოსტონელ მედიუმს ესტუმრა, რომელმაც, თითქოსდა მის ქმართან საუბრის შემდეგ, სარას გადასცა, რომ ქვრივს უნდა დაეტოვებინა ნიუ ჰეივენი და წასულიყო დასავლეთით, სადაც ააშენებდა სახლს საკუთარი თავისა და იმ ადამიანთა სულებისთვის, ვინც ვინჩესტერის მარკის იარაღს ემსხვერპლა. სარა ვინჩესტერმაც დაიჯერა ეს ამბავი და კალიფორნიაში გადასახლდა. მდიდარ ქვრივს სჯეროდა, თითქოსდა მისი ოჯახი სულებისგან დაწყევლილი იყო და ეს უკანასკნელნი სიმშვიდეს მხოლოდ მათთვის სახლის აშენებით მოიპოვებდნენ.

მედიუმმა სარა გააფრთხილა, რომ როგორც კი სახლის მშენებლობაზე ჩაქუჩის ხმა გაჩერდებოდა, ის მოკვდებოდა, სწორედ ამიტომ სარამ უზარმაზარი მშენებლობა წამოიწყო.

ვინჩესტერმა მედიუმის რჩევა შეასრულა, სახლი დაუსრულებლად შენდებოდა და იცვლებოდა. ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჭერში მიმავალი კიბეები, რომლებიც არსად არ გადიოდა, გაურკვეველი დანიშნულების ტიხრები და ვიწრო კორიდორები, სადაც გაჭირვებით თუ გადაადგილდებოდა ადამიანი.

სარას სწამდა, რომ მას მოჩვენებები მოკლავდნენ, სწორედ ამიტომ ყოველ ღამე იცვლიდა საძინებელ ოთახს.