საკულტო სერიალის, სასოწარკვეთილი დიასახილების ვარსკვლავმა, ტერი ჰატჩერმა ვალენტინობის დღე საკუთარ სახლში აღნიშნა.

მსახიობმა სიყვარულის დღე ყველას მიულოცა და მოუწოდა, რომ ამ დღეს მარტო ყოფნის გამო ხასიათი არ გაეფუჭებინათ.

"უყურეთ ფილმს, დაურეკეთ მეგობარს, დალიეთ ჩაი, ჩაეხუტეთ სათბურას (ეს ჩემი ფავორიტია) და გააკეთეთ რაიმე სასიამოვნო და უცნაური ამ დღეს", - წერს მსახიობი

ასე რომ, თუ ოდესმე ვინმე ჰოლივუდში გადაწყვეტს "სიყვარული ყველას უნდას" რიმეიქი გადაიღოს, ყარაულაშვილი ქეთოს როლის შემსრულებელს მოძებნა აღარ დასჭირდება.