ოსკარის ნომინანტი მსახიობები იზაბელ იუპერი და გრეგ კინერი, ასევე ოსკარის მფლობელი მარისა ტომეი აირა საკსის ახალ ფილმში, A Family Vacation, მთავარ როლებს შეასრულებენ.

კინოსურათში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ბელგიელი მსახიობი ჯერემი რანიე და ფრანგი მსახიობი ანდრე ვილმსი.

ფილმის სიუჟეტი ოჯახის სამი თაობის გარშემო ვითარდება, რომლებიც შვებულებას პორტუგალიაში ატარებენ

გადაღებები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყება.