თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა სამუშაო ადგილებზე დაღუპული მუშების მუყაოს ფიგურები დააწყვეს. აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის კიბეებზე გაშალეს ნაჭერიც, რომელზეც გარდაცვლილი მუშების სახელები ეწერა.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

9 თებერვალს თბილისში 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ის 1209-ე მუშაა, რომელიც 2011 წლიდან 2017 წლამდე სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა.