ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის 25-ე სესიის სამუშაო რეჟიმი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დელეგატებმა სულ ცოტა ხანში უნდა გადაწყვიტონ, ვინ გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი. აღნიშნულ პოსტზეა წარდგენილი გიგი წერეთლის კანდიდატურაც, რომელსაც პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ხმა ავსტრიელ კრისტინე მუტონენის მისცა.

როგორც თავად აღნიშნული პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, გიგი წერეთელი აღნიშნავს, უსუფაშვილის გადაწყვეტილება დასაფასებელია, თუმცა ის არც კარგი და არც ცუდია:

"უსუფაშვილის ცივილიზებული განცხადება, ის წავიდა იმ ჯგუფთან, რომელსაც ის განეკუთვნება, იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული მნიშვნელობა და მიიღო გადაწყვეტილება".