ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა აბაშიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა და მდგომარეობა კრიტიკული იყო.

მსახიობი 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

მსახიობი თამაშობდა ისეთ ფილმებში როგორებიცაა - ჭრიჭინა, აბეზარა, შეხვედრა მთაში, მაია წყნეთელი და სხვა.