ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეამ მხარი დაუჭირა თბილისის დეკლარაციას - რეზოლუციის ერთიან პროექტს, რომელშიც შესულია რეზოლუციის პროექტი - კონფლიქტი საქართველოში. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ომზე, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, დევნილებსა და სხვა ამ მიმართულებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტს მხარი მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რეზოლუციაში დაფიქსირებულია ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებს უკავშირდება:

"ეს დოკუმენტი მიმართულია არა მხოლოდ წარსულისკენ, რომ მწვავე საკითხები დაგვრჩა ამ კონფლიქტების სახით, არამედ საუბარია ჩვენი ქვეყნის მომავალზეც".