ქართველი მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის, თანხით კი მონასტრის მშენებლობას და გაჭირვებულების ფინანსურ დახმარებას აპირებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. მისი თქმით, ძველი მანქანა აბსოლუტურად აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს და ახალი არ სჭირდება.

იონა ნინევიელის ვიდეოს გამოეხმაურა სხვა სასულიერო პირიც. დეკანოზმა ილია ჭილაძემ მღვდელს საქციელი მოუწონა და აღნიშნა: "უფრო კარგი იქნება, თუ ზედა ფენებიც მოგბაძავენ".

მღვდლის საქციელს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების ნაწილი მას საქციელს უწონებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი "მარკეტინგული" ხრიკია.