ერევნის საკრებულოში, უხუცესთა საბჭოს სხდომაზე, ქალი დეპუტატი სცემეს. მარინა ხაჩატრიანს დეპუტატმა კაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციური პარტიის ერკირ ცირანის (გაგრის ქვეყანა) აქცია გახდა, მათ კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა გააპროტესტეს. სხდომაზე, დეპუტატებმა შუშის ქილებით სითხე მიიტანეს, რომელშიც ერევნის ერთ-ერთი რაიონიდან, ნუბარაშენიდან სასმელი წყალი ესხა. მარინა ხაჩატრიანს სურდა წყლის გადაცემა ერევნის მერისთვის, ტარონ მარგარიანისთვის, რასაც დაპირისპირება მოყვა. დეპუტატებმა მისი დარბაზიდან ძალით გაყვანა სცადეს, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერკირ ცირანის წევრებმა ამ აქციით მხარდაჭერა გამოუცხადეს მოქალაქეების პროტესტს, რომლებიც სასმელი წყლის დაბინძურებას და კანალიზაციის სუნს უჩივიან.